Day: მარტი 17, 2016

მწერალი და ბლოგერი ეროსი კოლხელი: იძულებული გავდხი სამუდამოდ დავტოვო საქართველო

მეგობრებო ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბლოგი სარგებლობს პოპულარობით,ჰყავს უამრავი სტუმარი და მკითხველი,მაგრამ რადგანაც საქართველოში არ არის არანაირი პირობები შემოქმედი ადამიანის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის,იძულებული გავხდი მიმეღო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და სამუდამოდ დამეტოვებინა საქართველო.
მე ვცადე ჩემი მოთხრობების წიგნად გამოცემა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საქართელოში არაფრის კეთებას აზრი არ აქვს და მწერლისათვის (ისევე როგორც სხვა ბევრი პროფესიის ადამიანებისათვის) არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომაც გადაწყვიტე მიმემართა ამერიკის საელჩოსათვის ვიზის ასაღებად,ანკეტაში სამუშაო გრაფაში მივუთითე მწერალი და ბლოგერი, კონსულს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ამერიკაში წასვლის მიზანი და უპრობლემოდ მივიღე ვიზა. (more…)