მწერალი და ბლოგერი ეროსი კოლხელი: იძულებული გავდხი სამუდამოდ დავტოვო საქართველო

მეგობრებო ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბლოგი სარგებლობს პოპულარობით,ჰყავს უამრავი სტუმარი და მკითხველი,მაგრამ რადგანაც საქართველოში არ არის არანაირი პირობები შემოქმედი ადამიანის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის,იძულებული გავხდი მიმეღო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და სამუდამოდ დამეტოვებინა საქართველო.
მე ვცადე ჩემი მოთხრობების წიგნად გამოცემა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საქართელოში არაფრის კეთებას აზრი არ აქვს და მწერლისათვის (ისევე როგორც სხვა ბევრი პროფესიის ადამიანებისათვის) არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომაც გადაწყვიტე მიმემართა ამერიკის საელჩოსათვის ვიზის ასაღებად,ანკეტაში სამუშაო გრაფაში მივუთითე მწერალი და ბლოგერი, კონსულს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ამერიკაში წასვლის მიზანი და უპრობლემოდ მივიღე ვიზა.
ხოლო ჩემი ამერიკაში წასვლის მიზანი არის შემდეგი: ინგლისური ენა კარგად ვიცი,მაქვს სურვილი რომ ინგლისურად ვწერო, ინგლისურენოვან ეროტიკულ მოთხრობებზე არის დიდი მოთხოვნა, ბევრი ინტერნეტ საიტი და ბლოგი იძლევა ნორმალურ ანაზღაურებას.უამრავი საინტერესო,სახალისო,დახლართული და სათავგადასავლო ეროტიკული სიუჟეტის მოფიქრება შემიძლია მოთხრობებისათვის,დარწმუნებული ვარ რომ ზემოთაღნიშნული საიტები და ბლოგები ჩემ ნაწარმოებებს მიიღებენ. მიუხედავად იმისა რომ ინგლისური კარგად ვიცი, ინგლისურ ენაზე წერა რომ შევძლო ამითვის საჭიროა ინგლისურენოვან ქვეყანაში მინიმუმ 2-3 წელი ვიცხოვრო, რათა კარგად ჩავწვდე თითოეული ფრაზისა და სიტყვის მნიშვნელობას.
ჩემს მოთხრობებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო რომ სტილისტურად და გრამატიკულად არ არის გამართული. თითოეულ მოთხრობას ვწერ 30-40 წუთში, ხოლო მოთხრობა რომ სტილისტურად და ლიტერატურულად კარგად გავასწორო, უნდა ჩავუჯდე რამდენიმე საათი ან 1-2 დღე, რაც დამერწმუნეთ რომ შეუძლებელია როდესაც ადამიანს არანაირი სტიმული და დაინტერესება არ აქვს. როდესაც ინგლისურ ენაზე დავიწყებ წერას,უკვე დიდი სტიმული და მოტივაცია მექნება,მაშინ უკვე დიდ ყურადრებას მივაქცევ ნაწარმოებების სრულყოფას,ამიტომაც მინდა რომ ვიცხოვრო და ვიმუშაო ამერიკაში,რათა ინგლისური სრულყოფილად შევისწავლო და მოვემზადო შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპისათვის.
და აი დღეს გავემგზავრე საქართველოდან, ნიუ იორკის რეისით,სწორედ ამ ქალაქში ვაპირებ დასახლებასა და ცხოვრებას.ჩემს გამოსამშვიდობებელ წერილს ახლა ვწერ სტამბული – ნიუ იორკის თვითმფრინავში. თვითმფრინავი სულ უფრო მაახლოვებს ამერიკას, სადაც იმედია რომ რამდენიმე წელიწადში ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა გაიფურჩქნება და შესაბამის დაფასებას ჰპოვებს.
ნახვამდის და არა მშვიდობით მეგობრებო, მალე ჩემს ინგლისურ ენოვან შემოქმედებას გაგაცნობთ,რომელსაც რა თქმა უნდა ქართული დედანი ექნება.
სტამბული-ნიუ იორკი
16 მარტი, 2016 წელი

3 comments

  1. გული დამწყდა,

    [მე ვცადე ჩემი მოთხრობების წიგნად გამოცემა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საქართელოში არაფრის კეთებას აზრი არ აქვს და მწერლისათვის (ისევე როგორც სხვა ბევრი პროფესიის ადამიანებისათვის) არანაირი პერსპექტივა არ არსებობს.]

    ამაზე კი მართლა გული მეტკინა, ხელოვანმა ადამიანმა რატომ არ უნდა ჰპოვოს თავისი გზა?

  2. კარგი იქნება თუ ქართულადაც დაწერტ. ალბათძნელი არ იქნება თქვენთვი. იგივე მოტხრობას თუ გადმოტარგმნიტ ქარტულად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s