კონტრაბანდისტების სისხლიანი სექსი

თვითმფრინავი რიგის აეროპორტში ეშვებოდა, მახოს შუბლი ილუმინატორის მინაზე მიედო და ინტერესით ათვალიერებდა მის წინ გადაშლილ ხედებს, ეს ხომ მისი პირველი ვიზიტი იყო ევროპაში და საერთოდაც აქამდე ყველაზე შორეული მარშრუტი რაც ოდესმე უმგზავრია თელავი-თბილისის რეისი იყო. “რა ბანძი აეროპორტია, ამას ხომ ჩვენი ჯობია” ,გაუკვირდა მახოს.  აეროპორტში მისი ბავშვობის მეგობარი, რამდენიმე წლის უნახავი ზაზა შეეგება. ზაზა  5 წლის წინ, 21 წლის ასაკში,  წამოვიდა ევროპაში და მშობლიურ თელავში მის შემდეგ აღარასოდეს ჩამოსულა. 2 წელი შვედეთში იმუშავა არალეგალურად “მალიარად”. შემდეგ   იქ ესტონეთის მოქალაქე, რუსი სვეტლანა გაიცნო,თავიდან იმ მიზნით დაუახლოვდა რომ მასთან ხელს მოაწერდა და ევროპის მოქალაქეობას მიიღებდა, მაგრამ შემდეგ ნელნელა გულთბილი ხასიათის ქალი მოეწონა,შეეჩვია და საბოლოოდ მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ერთად ბავშვიც  შეეძინათ და ესტონეთში,ტალინიდან 40 კილომეტრში მდებარე პატარა დასახლებაში, იაფად იყიდეს საკუთარი სახლი და იქ დასახლდნენ. სვეტლანა მარკეტში მოლარედ მუშაობდა,ზაზამ მუდმივი სამუშაო ვერაფერი ნახა და ოჯახის მთავარი შემოსავალი სვეტლანას მცირე ხელფასი იყო.

მეგობრები ზაზას ფურგუნ ოპელ ასტრაში ჩასხდნენ და  რიგის აეროპრტიდან ესტონეთისაკენ  გაემართნენ, გზაში ზაზა უკვე მერამდენედ გატაცებით უხსნიდა მახოს თავის კონტრაბანდისტულ გეგმებს: – სპირტისგან მართლაც რომ ნორმალური არაყი დავაყენე, მაგ მაინც არ მეშლება თელავში მთელი ცხოვრება ღვინის და არაყის გარდა არაფერი მინახავს. რუსული არაყის “სტალიჩნაიას” ბოთლები და ეტიკეტები ვიშოვე, ჩემ სახლში ჩამოვასხათ და შვედეთში წავიღოთ,იქ მაღაზიაში ყველაზე იაფი არაყი 300 კრონი  ღირს,ჩვენ არაყს კი სამუშაოდ ჩასულ ემიგრანტებში 70-80 კრონად თავისუფლად გავყიდით, ეს 8 ევროა, თითო ბოთლის  დამზადება კი დაახლოებით 2 ევრომდე დამიჯდება, შენ იმიტომ ჩამოგიყვანე რომ მე არაყს ვერ გადავიტან, მართალია გზაში საბაჟო  არაა,მაგრამ მაინც რომ ვინმემ გამაჩეროს ამ არაყით დიდ ჯარიმას დამდებენ , აგერ ერთი ნაცნობი ლიტველი დაიჭირეს ეგრე ნორვეგიაში მიჰქონდა არაყი და 20 ათასი ევრო დაადეს, შენ კიდე ჯარიმა არაფერში გენაღვლება,ევროპის მოქალაქე არ ხარ, თუ დაგიჭირეს საქართველოში გაგადეპორტებენ  და თელავში აღარავინ ჩამოგაკითხავს ჯარიმებზე. უკვე მოსაღამოებული იყო ზაზსს სახლში რომ მივიდნენ, ეზოში ჯართი ეყარა, – ეს ჯართს და ალუმინს ვაგროვებ და ვაბარებ – აუხსნა ზაზამ. – ჩემი ცოლის დაქალი იულია მეზობლად ცხოვრობს, საღამოს ვახშამზე მოვიწვიეთ,მაგარი ლამაზი გოგოა, აბა შენ იცი მიდექ მოდექი ეგებ გამოგივიდეს რამე -თვალი ჩაუკრა ზაზამ.

ვახშამიც გაიწყო, ზაზა და მისი ცოლი ერთ მხარეს ,ხოლო მახო და იულია საპირისპიროდ ერთად დასხდნენ. იულია 22 წლის, ლამაზი სახის, ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგო იყო,  საოცრად თეთრ და ჩამოქნილი  ფეხებზე მოკლე კაბა ეცვა. მახომ თავდაპირველად დაიმორცხვა და იულიასკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა, მაგრამ მალე ფალსიფიცირებულმა “სტალიჩნაიამ” გამბედაობა მოუმატა,იულიასკენ ახლოს მიიწია და საარშიყო სიტყვებსაც კი ესროდა რასაც იულია გულიანი სიცილით პასუხობდა. ვახშამი დასრულდა. – გამაცილებ სახლამდე – ჰკითხა იულიამ, მახო თანხმობის ნიშნად მაშინვე ფეხზე წამოხტა. ორივენი ქუჩას გაუყვნენ, მახომ ხელი გადახვია, ფრთხილად აკოცა ლოყაზე და რეაქციას დაელოდა, იულიამ ღიმილით გადმოხედა, ამით გამხნევებული ბიჭი გზადაგზა მხურვალე კოცნით აჯილდოვებდა გოგოს. იულია სახლში მარტო ცხოვრობდა, მშობლები ინგლისში იყვნენ წასულები, იქ დედა მოხუცებულთა თავშესაფარში დამლაგებლად მუშაობდა,მამა იმავე თავშესაფარშიი მძღოლად. ძმა პოლონეთში მშენებლობაზე მუშაობდა. იულიამ კარი გააღო და პირდაპირ საძინებელი ოთახისკენ გაემართნენ. მახო მაშინვე მოეხვია და ნაზად დაუწყო კოცნა სახეზე და მხრებზე, მაისური თავზე გადააძრო,იულიას შავი ლიფით შემოსილი მკერდის დანახვისთანავე,მახოს ასო ბოლომდე აუდგა.მკვრივ და თეთრ ძუძუებს სწრაფად მოაშორა ლიფი და კოცნა დაუწყო.ორივე ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და თეძოებს გამეტებით უსრესდა,იულია სიამოვნებისაგან აკვნესდა,მახომ კაბა საცვალთან ერთად ჩააძრო. იულია მუხლებზე დაეშვა,სწრაფად გაუხსნა შარვალი და გახურებულ ასოს  დაეწაფა,ტუჩებისა და ენის მოქნილი მოძრაობით მახოს  განუზომელ სიამოვნებას ანიჭებდა. ექსტაზში შესულმა მამრმა იულია წამოაყენა და ლოგინზე გადააწვინა,თვითონ ზემოდან მოექცა,ასო სწრაფი მოძრაობით შეუსრიალა საშოში, გოგომ სიამოვნებისაგან წამოიკვნესა,მახო გახელებული ბიძგებით შეუდგა საქმეს, აღგზნებული იულია  სულ უფრო ხმამაღლა კვნესოდა,მახომ გაათავა და მისი ასო მოეშვა,მაგრამ იულია ერთი წუთითაც არ აპირებდა შეჩერებას, ლოგინზე წამოჯდა ტუჩებით ასოს ჩააფრინდა და მალევე საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მახო ლოგინზე გულაღმა გადაწვა,იულია ზემოდან გადააჯდა,ასო საშოში შეიცურა და ზამბარასავით ზემოთ და ქვევით დაიწყო მოძრაობა, მახომ ორივე ხელი დუნდულებზე ჩასჭიდა და მოძრაობაში ეხმარებოდა, კიდევ ერთხელ შეასხა იულიას ცხელი სპერმა, სიამოვნებისაგან ქანცგამოცლილი წყვილი ნებივრად გადაგორდა ლოგინზე. მახომ ტელეფონი აიღო და ზაზას დაურეკა ამაღამ აქ ვრჩებიო. – აბა შენ იცი – გაეცინა ზაზას მახო

მეორე დღეს ნაშუადღევს მივიდა ზაზასთან, იგი სარდაფში დახვდა, ბალონებიდან ბოთლებში ასხავდა არაყს, საცობს ამაგრებდა და “სტალიჩნაიას” მარკებს აწებებდა, – მოდი,მოდი მომეხმარე სად ხარ ამდენი ხანი. გვიან საღამომდე იმუშავეს. მახო კვლავ იულიასთან წავიდა ღამის გასათევად და უკან ისევ ნაშუადღევს დაბრუნდა. ზაზას ოპელიდან უკანა სავარძლები ამოეღო, არაყის ბოთლები აკურატულად ჩაეწყო. მანქანას ეგრევე ეტყობოდა რომ მძიმე ტვირთი ედო. – უკან “პასატკა” ავუწიე,მაგრამ ნახე მაინც რა მაგრად ეტყობა ტვირთი – შეფიქრიანებული სახით უთხრა ზაზამ – 250 ცალი ჩავდე, ამაზე ნაკლები რაღა წავიღოთ, გზის ხარჯიც ხომ ამოსაღები გვაქვს. მახო და ზაზა ტალინის ნავსადგურში ჩავიდნენ, “ვიკინგ ლაინზე” სტოკჰოლმის ბილეთები ცალცალკე იყიდეს, ზაზა ფეხით ავიდა გემზე, მახო კი მანქანით. სტოქჰოლმშიც ცალცალკე ჩამოვიდნენ გემიდან. აქ ზაზას ძველი რუსთაველი მეგობარი გია ყავდა,რომლის სახლშიც აპირებდნენ დარჩენას. გია და ზაზა ორი წელი ერთად მუშაობდნენ სარემონტო სამუშაოებზე. გიას ცოლთან და ერთ შვილთან ერთად ორ ოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები, ერთ ოთახში თვითონ ცხოვრობდნენ,მეორეს კი აქირავებდნენ. ზაზამაც ეს ოთახი იქირავა სტოქჰოლმში საცხოვრებლად. მისულ სტუმრებს გია და მისი მეუღლე ეკა, გაშლილი სუფრით დახვდნენ, ერთად ივახშმეს და მოსასვენებლად თავთავიანთ საწოლებს მიაშურეს. მეორე დღეს დილიდანვე შეუდგნენ საქმეს, ნაცნობ ქართველ,რუს,არაბ,ზანგ და სხვა ეროვნების ემიგრანტებს ჩამოუარეს,თავიანთი პროდუქტი გააცნეს და სთხოვეს მათი მეგობრებშიც გაევრცელებიათ ახალი,იაფი არაყის ამბავი.  გიამ რამდენიმე არაბი და ზანგი გადამყიდველიც მიასწავლა,სადაც თვითონ ყიდულობდა ხოლმე იაფად სასმელებს,მათთანაც ჩააბარეს საქონლის ნაწილი. კარგად გამოხდილმა, დაბალფასიანმა არაყმა ხელმოკლე ემგირანტებში მოწონება დაიმსახურა, 1 კვირაში თითქმის მთლიანი პარტია გაიყიდა .- წავიდეთ, ახლა ახალი პარტია წამოიღე – უთხრა  ზაზამ მახოს – გზები და ყველაფერი ხომ ისწავლე სად რა უნდა მიიტანო, თან უნდა იაქტიურო, ნელნელა  ახალი გასაღების წერტილები მოძებნო, მე სახლში ვიქნები არაყის გამოხდასა და ჩამოსხმის საქმეს მივხედავ. მახომ რომ გაიგო ესტონეთში მივდივართო და მალე იულიას ვნახავო, სიხარულისგან მეშვიდე ცას ეწია. შვედეთში მთელი კვირა იულიაზე ფიქრში გაატარა,როგორც კი საშუალება მიეცემოდა მაშინვე მობილურით თუ ინტერნეტით უკავშირდებოდა და მასთან საუბრით ტკბებოდა. როგორც კი მანქანით ზაზას ეზოში  მივიდნენ, მახომ მაშინვე იულიას სახლისკენ გასწია და ორი დღე აღარ გამოჩენილა, ამასობაში ზაზამ  ახალი პარტია ჩატვირთა თავის ოპელში. მახო რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა.

– სად დადიხარ, აქ სამუშაოდ ჩამოგიყვანე თუ ნაშების სადევად -უსაყვედურა ზაზამ.

– იულია ნაშა არაა, მე ის მიყვარს. -გაცხარდა მახო

– კარგი,კარგი – დაამშვიდა ზაზამ – მანქანა მზადაა, დაჯექი და წადი ახლა შვედეთში.

– ერთი კვირა იულიას გარეშე ვერ გავძლებ ისიც უნდა წავიყვანო შვედეთში განაცხადა მახომ.

– მანქანა სავსეა ბოთლებით სადაა აქ ადამიანის ადგილი – გაბრაზდა ზაზა.

– რომ ჩავალ ის თვითმფრინავით ჩამოვა.

– რაც გინდა ის ქენი,კისერიც გიტეხია, ოღონდ ამ ბოთლებს მიმიხედე არ მაზარალო – უკმაყოფილებას ვერ მალავდა ზაზა.

მახო მშვიდობიანად ჩავიდა სტოქჰოლმში,გიას სახლში და არაყის ჩამორიგებას შეუდგა. გიას და ეკას ჰკითხა წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდნენ სახლში შეყვარებული რომ მოეყვანა. – ოთახი შენია, ვინც გინდა მოიყვანე – მიუგო გიამ. მეორე დღეს იულიას დასახვედრად მახომ მანქანით სტოკჰოლმის არლანდის აეროპორტისაკენ გასწია,მას გიაც გაჰყვა რათა გზა ესწავლებინა.  მალე დადგა სანატრელი წუთიც და იულია მახოს კისერზე ჩამოეკიდა. – ეს გიაა, ჩემი მეგობარი. – სასიამოვნოა – მომხიბვლელად გაუღიმა გოგომ. იულიას სილამაზით მონუსხულმა გიამ დაბნეულობისაგან ვერაფერი უპასუხა. ბედნიერი წყვილი მანქანისკენ გაიმართა, ქალიშვილის სილამაზით მოჯადოებული გია კი უკან მიჰყვებოდა და იულიას თვალს ვერ აშორებდა.

ერთმა ბედნიერმა კვირამ სწრაფად გაირბინა, მახო საღამომდე მანქანით არაყს არიგებდა,  საღამოს კი საძინებელ ოთახში იკეტებოდნენ და დილამდე ერთმანეთის ალერსში ატარებდნენ. კვირის ბოლოს მახო კვლავ ესტონეთში წასასვლელად მოემზადა, -დღეს წავალ და ხვალ საღამოს აქ ვიქნები, შენ აქ დამელოდე სიყვარულო – დაემშვიდობა იულიას. მეორე დილით გია და ეკა ერთად გავიდნენ სახლიდან,ბავშვი ბაღში დატოვეს, ეკა დამლაგებლად მუშაობდა, ხოლო გია მშენებლობაზე უნდა წასულიყო, მაგრამ გზიდან რაღაც ძალამ უკან მოაბრუნა, სახლისკენ მიდიოდა და თვითონაც არ სურდა თავის თავს გამოტყდომოდა თუ რატომ. კარი გასაღებით გააღო, აბაზანიდან წყლის ხმა ისმოდა,- ბანაობს- გაიფიქრა გიამ და სამზარეულოში შევიდა,მაცივრიდან ლუდი გამოიღო და მაგიდას მიუჯდა. იულია აბაზანიდან  პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა, შიშველ ტანზე თხელი პირსახოცი ჰქონდა შემოტმასნილი. იულიას შიშველი მხრების და ფეხების დანახვაზე გიას ტანში გააჟრჟოლა, -შენ აქ ხარ – გაუკვირდა ქალს,მაცივარი გამოაღო და იოგურტი გამოიღო. გია ანგარიშმიუცემლად წამოდგა, ქალს უკნიდან მიუახლოვდა,წელზე ხელი შემოჰხვია და შიშველ მხრებზე ვნებიანად დაუწყო კოცნა  -მიყვარხარ,უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია – ჩასჩურჩულა გიამ. – გაგიჯდი,რას აკეთებ – გაიფართხალა ქალმა,მაგრამ კისერზე ვაჟის მხურვალე ტუჩებმა,მალე სასიამოვნოდ მოადუნა. გიამ პირსახოცი ერთი ხელის მოსმით შემოაცალა,ცალი ხელით ძუძუ მოუსრისა,მეორე ხელი ნელნელა ჩაუცურა მუცელზე და საშოზე მოეალერსა,ქალი სიამოვნებისაგან აკვნესდა,გახელებულმა მამრმა იულია სამზარეულოს მაგიდაზე გადააწვინა,ფეხები გაუშალა და გავარვარებული ასო საშოში შეუსრიალა,გიამ ძლიერად ჩასჭიდა ხელები თეძოებზე და გაშმაგებული ბიძგებით შეუდგა საქმეს,გათავების შემდეგ. იულია შემოატრიალა, მაგიდაზე შემოსვა,მის ძუძუებს დაეწაფა, სამი თითი საშოში შეუყო და დაუტრიალა, ქალი სიამოვნებისაგან აცახცახდა,მალე გიამ ორივე ხელი დუნდულებში ამოსდო,თავისკენ ძლიერად მოიზიდა,ასო შეუყვანა და როტმულ მოძრაობას შეუდგა, ცხელი სპერმა კიდევ ერთხელ შეასხა საშოში. ამის შემდეგ იულიას ბაყვებსა და უკანალზე ხელები შემოსჭიდა,მხარზე გადაიკიდა და აკისკისებული ქალი საძინებლისკენ გააქანა. გიამ თავის პოლონელ უფროსს დაურეკა სიცხე მაქვს დღეს ვერ მოვალო, საღამოს 5 საათამდე საწოლში ინებივრეს და იალერსეს. გიას ცოლის მოსვლის დრო რომ მოახლოვდა,ორივენი ადგნენ და ჩაიცვეს.

მახო გვიან ღამით დაბრუნდა ესტონეთიდან.იგი ერთთვიანი ვიზით იყო ჩამოსული, ეს არ უნდა დაერღვია და შემდეგ ზაზა 3 თვიან ვიზას გაუკეთებდა,ამიტომ 5 დღის შემდეგ საქართველოში უნდა გაფრენილიყო, მის მაგივრად ზაზა ჩამოვიდოდა და დარჩენილი არაყის გასაღებას მიხედავდა, მახო როგორც კი აიღებდა ახლ ვიზას ისევ უკან ჩამობრუნდებოდა,იულია საკუთარ სახლში დაელოდებოდა მას. მახომ და იულიამ ერთიდაიგივე დღეს დაჯავშნეს ბილეთები,მახომ თბილისზე, იულიამ ტალინზე. ისინი გიამ მანქანით  მიაცილა აეროპორტამდე,   ჯერ მახო გააცილეს, იულიას თვითმფრინავი 1 საათის შემდეგ მიფრინავდა, გიამ როგორც კი მახო წასული დაიგულა, ქალს ხელი დასტაცა და ინვალიდებისთვის განკუთვნილ ტუალეტში შეიყვანა,რომელიც შიგნიდან იკეტებოდა. კარი ჩაკეტა და იულიას ტუჩებზე დააცხრა,ჯინსი შეუხსნა და ტრუსიკთან ერთად გააძრო,თვითონ უნიტაზზე ჩამოჯდა, იულია ზემოდან შემოისვა, ასოს ხელი მოჰკიდა და საშოში შეიყვანა, ქალი აქტიურ მოძრაოებებზე გადავიდა,ვაჟი მის ბაყვებს ჩასჭიდებოდა და მოძრაობებში ხელებით ეხმარებოდა.ორივემ ერთდროულად გაათავეს. იულია იატაკზე ჩამოცურდა,მუხლებზე დადგა და ასო პირში მოიქცია, მალე პირის ღრუ თბილი სპერმით გამოევსო.  – ჩემი წასვლის დროა – წამოდგა იულია, მოწესრიგდა და სარეგისტრაციოსკენ გაემართა. სახლისაკენ მანქანით მიმავალი გია გეგმებს აწყობდა თუ როგორ მოეშორებინა თავიდან მახო და ხელში ჩაეგდო იულია.სახლში მისულმა ზაზას დაურეკა და აუხსნა რომ რატომ უნდა ხარჯოს ტყუილად ზედმეტი ფული მახოს ავიაბილეთებსა და ვიზებში, მე უკეთ გაგიკეთებ ყველაფერს, რამდენი წელია აქა ვარ უამრავ ხალხს ვიცნობ, ყველა გზა ვიცი, არაყს სხვა შვედურ ქალაქებშიც გავიტან გასასაღებლად, თან მე თანხის შუაზე გაყოფას არ მოგთხოვ,მესამედიც მეყოფაო.  ზაზას ჭკუაში დაუჯდა გიას წინადადება და მახოს შეატყობინა რომ ვიზის გაკეთებაში ვეღარ დაეხმარებოდა. მახო ამის გაგონებაზე კინაღამ გაგიჟდა,უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა ზაზა. გადაწყვიტა თვითონვე გაეკეთებინა ვიზა და ჩამოსულიყო. საელჩოში შესულს არც ფული ჰქონდა ანგარიშზე,არც სამუშაოს ცნობა შესაბამისად ვიზაზე უარი ჩაურტყეს. მახოს ოჯახი ძალიან ღარიბი იყო,ამიტომაც არანაირი შანსი არ ჰქონდა რომ რაიმე ეჩალიჩა და ვიზა გაეკეთებინა.

ამასობაში გიამ წარმატებით გაყიდა დარჩენილი არაყი და ესტონეთში ჩავიდა ზაზასთან, ახალი პარტიის წამოსაღებად,იმავე საღამოს იულიას მიაკითხა სახლში ყვავილების დიდი თაიგულით. შენ აქ საიდან -გაოცდა იულია. – შენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა -გაუღიმა ვაჟმა,თავისი საფირმო ილეთით ქალი ხელში აიტაცა და საძინებლისაკენ გააქანა. ზაზას და გიას ბიზნესი წარმატებით აეწყო, გაყიდვის მასშტაბები გაიზარდა, მიკროავტუბუსი იყიდეს და უკვე იმით ეზიდებოდნენ არაყს. ყურებამდე შეყვარებული გია კვირაში ერთხელ საჩუქრებით ხელდამშვენებული აკითხავდა იულიას. ბოლოს კი ცოლობა სთხოვა, ქალიც დაეთანხმა და ზაზას სახლში საზეიმო ვახშამი გაშალეს. სტოქჰოლმში დაბრუნებული გია ცოლს გაშორდა და იულია ჩამოიყვანა.

მახო კი წვერმოშვებული, უმუშევარი და უფულო დილიდან საღამომდე თელავში ბირჟაზე იდგა და გამვლელებს სიგარეტს სთხოვდა. სტოქჰოლმში გაცნობილი ქართველის, ბექას, საშუალებით გაიგო რომ გიამ მისი იულია ცოლად მოიყვანა,მისი წილი ბიზნესი თვითონ ჩაიგდო ხელში და კარგ ფულსაც აკეთებს. მახო სიმწრისაგან ცოფებს ყრიდა და დღედაღამ შურისძიებაზე ოცნებობდა ერთდღესაც ბექასაგან გაიგო რომ გია და იულია საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, ქორწილის გადახდას და შავ ზღვაზე დასვენებას გეგმავენ. მახო რუსთავში ჩავიდა,იმ უბანში სადაც გია ცხოვრობდა,გაიკითხ გამოიკითხა, დაადგინა ქორწილის ზუსტი თარიღი და ადგილი,ასევე გიას მიერ თბილისში ახალშეძენილი ბინის მისამართი. ქორწილის დღეს მახო ჩაჯდა მამამისის ჟიგულში, სანადირო თოფი ჩაიდო, თბილისში ჩამოვიდა და რესტორნის წინ დაუყარაულდა ნეფე-დედოფალს. გვიან ღამით საერთო მხიარულების ფონზე გია და იულია რესტორნიდან გამოვიდნენ, მერსედესის უკანა სავარძელში მოთავსდნენ და სახლისკენ გასწიეს,მახო უკან გაჰყვა. მძღოლმა ნეფე-დედოფალი კორპუსის წინ ჩამოსვა,გიამ იულია ხელში აიტაცა და ისე აიყვანა მეორე სართულზე თავის ბინაში. მახო ღამის სამსაათამდე დაელოდა, შემდეგ აივანზე აძვრა,აივნის კარი გააღო და მძინარე ცოლქმარს  თავზე დაადგა, სინათლე აანთო და გია ფეხის კვრით გააღვიძა: – შე არაკაცო,მოემზადე უნდა ჩაგაძაღლო – შენ ვისი ჩამძაღლებელი ხარ, შე უმაქნისო დაახვიე აქედან თორემ მაგ თოფს უკან გაგიკეთებ – წამოუხტა დიდ გულზე მყოფი ნასვამი გია, ხმაურზე იულიასაც გაეღვიძა თოფის ხმამ და იულიას კივილმა შესძრა ღამის  სამარისებურ სიჩუმეში ჩაფლული უბანი, კორპუსში სინათლეები აინთო. გია უსულოდ ეგდო იატაკზე, მახომ თოფი გადააგდო,იულიას მუხლებში ჩაუვარდა ხელებს უკოცნიდა, სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა რომ უიმისოდ ერთ დღესაც ვერ იცოცხლებდა და ათას საალერსო სიტყვას ჩასძახოდა. შიშისაგან სახეწაშლილი იულია გაუჩერებლად გაჰკიოდა და ტიროდა.

კარებზე ძლიერი ბრახუნი გაისმა

–         გააღეთ, პოლიციაა!

ეროსი კოლხელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s